პრეზიდენტის იმპიჩმენტი
150-წევრიან პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა. ერთი წინააღმდეგი იყო. კენჭისყრა, ფარული წესით ჩატარდა, სხდომათა დარბაზში, "ქართული ოცნების" უმრავლესობის წევრების გარდა, "ევროპელი სოციალისტები", "გირჩის" წევრები და დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იმყოფებოდნენ. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი, პროცესს კაბინეტებიდან ადევნებდა თვალს.

სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები