ვითარება ფრონტის ხაზზე
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ფრონტის ხაზზე ინტენსიური ბრძოლები კუპიანსკის, მარინსკისა და შახტიორსკის მიმართულებით მიმდინარეობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ცხელ წერტილებში 70-მდე შეტაკება მოხდა. ბრიტანული დაზვერვის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ კუპიანსკის მიმართულებით შეტევების გააქტიურებით, რუსეთი ლუგანსკის გარშემო ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონის შექმნას ცდილობს. უკრაინის თავდაცვა ავდეევკის მიმართულებითაც ელოდება რუსული შეტევების გამწვავებას.
