ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება
პირველი ნოემბრიდან არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი სამიიდან ისევ ოთხ წლამდე გაიზრდება. ასევე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ის პირები, რომელთა ჯამური სასესხო ვალდებულებები სამასი ათას ლარამდეა, მომდევნო წლიდან ახალი სესხების აღებას მხოლოდ იმ ვალუტაში შეეძლებენ, რომელშიც შემოსავალს იღებენ.
