თსუ ფიბა ევროპის თასზე
დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ფიბას ევროთასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. საქართველოს ჩემპიონისა და სუპერთასის მფლობელის მეტოქე გერმანიის "გოტინგენი" იქნება. სტუმრებს ტრავმის გამო ვეტერანი კალათბურთელი გიორგი ცინცაძე ვერ დაეხმარება. ასევე განაცხადში არ არის რატი ანდრონიკაშვილი, რომელიც თსუ-მ რამდენიმე დღის წინ დაიმატა. შეხვედრა თბილისის დროით 21:30 წუთზე დაიწყება.
