პარლამენტი იმპიჩმენტზე მსჯელობას იწყებს
12 საათზე, პლენარული სხდომა დაიწყება და სესიას პრეზიდენტიც დაესწრება. პროცედურების მიხედვით, მომხსენებელი ირაკლი კობახიძე და თანამომხსენებელი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვლენ, უპასუხებენ დეპუტატების კითხვებს, შემდეგ კი გაიმართება პოლიტიკური დებატები. დღე კი ისტორიული კენჭისყრით დასრულდება. სალომე ზურაბიშვილი ნიკა მელიას სტრატეგიით მოქმედებს. პრეზიდენტს სურს, რომ სხდომათა დარბაზში საპარლამენტო უმრავლესობის პირისპირ მარტო დარჩეს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
