ისრაელი - „ჰამასის“ ომი
ისრეალი ღაზის სექტორის სამხრეთში ჰუმანიტარულ დახმარებას შეუშვებს, თუმცა „ჰამასს“ აფრთხილებს, არ ჩაერიოს. გაერო ამბობს, რომ ჰუმანიტარული კატასტროფა გარდაუვალია, საკვების მარაგი 24 საათსაც ვერ გაძლებს, 11 ათასზე მეტი დაჭრილი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს. თელ-ავივი „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ სახმელეთო ოპერაცია ბაიდენის ვიზიტის დასრულებამდე არ დაიწყება. „ჰამასმა“ ისრაელელი მძევლის ვიდეო პირველად გამოაქვეყნა. 21 წლის ისრაელისა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე გოგონა, დახმარებას ითხოვს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
