საქართველოს ევროპული მომავალი
კონსტიტუციის დარღვევა ევროპულ მომავალს ვერ უზრუნველყოფს, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი კანდიდატის სტატუსის შესახებ პასუხზე ვერ აისახება. მთავრობის მეთაური ბრიუსელისაგან გაწეული შრომის ობიექტურად შეფასებას და დაფასებას ელის.
