ისრაელი - „ჰამასის“ ომი
საჰაერო განგაშის ხმა ისმის ისრაელის ცენტრალურ ნაწილში. რკინის გუმბათი სარაკეტო იერიშებს იგერიებს. ისრაელის არმია იუწყება, რომ ლიბანის მხრიდან სარაკეტო თავდასხმა, დღის განმავლობაში უკვე მეორედ განხორციელდა. ისრაელის არმიის წარმომადგენლის თქმით, სამხედროები ომის შემდეგი ეტაპისთვის ემზადებიან, თუმცა ეს შესაძლოა არ იყოს სახმელეთო შეტევა. ისრაელში მხარდაჭერის დემონსტრირებისა და რეგიონში ვითარების ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, ისრაელში უახლოეს საათებში შეერთებული შტატების პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი ჩავლენ.
