თავდაცვის მინისტრი პარლამენტში
პარლამენტში თავდაცვის მინისტრს უსმენენ. ჯუანშერ ბურჭულაძე საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში იმყოფება. თავდაცვის მინისტრი დეპუტატების წინაშე მოხსენებით გამოვიდა. უწყების ხელმძღვანელმა საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და საფრთხეებზე ისაუბრა. ასევე ყურადღება გამახვილა გეოპოლიტიკური გარემოს პარალელურად, ქვეყანაში გატარებულ რეფორმებსა და შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის ეფექტიანობაზე. თავდაცვის მინისტრმა მოხსენება სამხედრო მოსამსახურეებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო. ამ წუთებში მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
