ვეტერანის დღე
საქართველო დღეს ვეტერანის დღეს აღნიშნავს. ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსიც ესწრებოდა. ვეტერანთა შვილები უმაღლეს განათლებას უფასოდ, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით მიიღებენ, ასევე მიმდინარე წელს დასრულდება საპენსიო საკითხზე საკნონმდებლო მუშაობა. პროგრამებზე, რომლებსაც მთავრობა ვეტერანთა მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცა ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარემ და საქართველოს პატრიარქმა, რომლის მისალოცი წერილიც, მეუფე შიო მუჯირმა წაიკითხა.
