სამი მოსამართლის განსხვავებული აზრი
ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში - საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის განსხვავებული მოსაზრება უკვე გამოქვეყნდა. პლენუმის წევრები წერენ, რომ პრეზიდენტს ვიზიტებისთვის მთავრობის თანხმობა სჭირდება, თუმცა აქვე ავითარებენ აზრს, რომ პრეზიდენტს შეუთანხმებელი ვიზიტებით საგარეო პოლიტიკა არ დაუზიანებია. ისინი პირდაპირ წერენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ უნდა დაედასტურებინა კონსტიტუციის დარღვევა. სამი მოსამართლე კოლეგებს მსჯელობას და ანალიზს უწუნებს და ამბობს, რომ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი არ არსებობს. მოსამართლეების მოსაზრებას, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.
