პრეზიდენტის იმპიჩმენტი - პოლიტიკური შეფასებები
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიცია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიკერძოებულია და პროცესი ქვეყნის ევროპულ მომავალს დააზიანებს. რაც შეეხება მმართველ პარტიას, მათი შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაიცვა უზენაესი კანონი და თქვა, რომ ქვეყანაში მართვის საპარლამენტო მოდელია. მმართველ გუნდში პრეზიდენტის ის განცხადებაც შეაფასეს, სადაც სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა.
