პრეზიდენტის იმპიჩმენტი - პრემიერის კომენტარი
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც დადასტურდა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, პირველი კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტს მაგალითი უნდა მიეცა სხვებისთვის, ის უნდა ყოფილიყო ქვეყნისა და კონსტიტუციის დაცვის სადარაჯოზე, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა, დემონსტრაციულად, არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია, რაც მთავრობის მეთაურის თქმით, სამარცხვინო ფაქტია.
