პრემიერ-მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა
საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე ტერორისტულ თავდასხმას. ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრმა ელჩს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, მისგან კი უახლეს ცნობებს გაეცნო. პრემიერ-მინისტრმა დიპლომატს მთავრობის სახელით დაღუპულთა გამო სამძიმარიც გამოუცხადა.
