პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია - იმპიჩმენტის პროცესი პარლამენტში ინაცვლებს
პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. „ქართულმა ოცნებამ“ სამართლებრივი დავა მოიგო. სალომე ზურაბიშვილის დაცვის მხარე გადაწყვეტილებას სასამართლოს ტენდენციურობით ხსნის. პრეზიდენტს უფლებამოსილების ამოწურვამდე 1 წელი დარჩა, თუმცა მმართველ გუნდს მიაჩნია, რომ ამ სტატუსს კანონდამრღვევი აღარ უნდა ატარებდეს. თავად სალომე ზურაბიშვილის შეფასება არ მოგვისმენია. ჯერ არ გამოქვეყნებულა იმ მოსამართლეთა დასაბუთება, რომლებმაც კოლეგების პოზიცია არ გაიზიარეს და საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებას არ შეუერთდნენ.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
