„ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2023“
საერთაშორისო კონფერენცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „კიბერუსაფრთხოების ბიუროს“ ორგანიზებით გაიმართა. მიმდინარე წლის კონფერენციის მთავარ თემას „ნივთების ინტერნეტი და სამხედრო სფერო“ წარმოადგენდა. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა გახსნა და თავდაცვის სფეროში თანამედროვე მდგრადი კიბერუსაფრთხოების სისტემების მნიშვნელობასა და მათი გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.
