ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის საქმეზე მწერალი ივა ფეზუაშვილი გამოიკითხა
ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის საქმეზე, მაგისტრი მოსამართლის წინაშე, სემინარის კიდევ ერთი მონაწილე მწერალი ივა ფეზუაშვილი გამოიკითხა. ადვოკატის თქმით, გამოკითხული, 26-29 სექტემბერს ჩატარებული სემინარის მონაწილეა. გამოკითხვის შინაარსზე, პროცესის დასრულების შემდეგ მოწმეს არ უსაუბრია, მიზეზი, უფლებადამცველის თქმით, გაუთქმელობის ხელწერილია. ადვოკატმა დაადასტურა, რომ ლექცია არაძალადობრივი შინაარსის იყო.
