დავითგარეჯის საქმეზე
დავით გარეჯის საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლოში კრიზისების მართვის საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე გამოიკითხა. ჯანელიძემ სასამართლოს 2014-15 წლებში გარეჯის საკითხის შესწავლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი განცხადებით, დადგინდა, რომ სადელიმიტაციო კომისიის კარტოგრაფებმა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ იმუშავეს.
