ისრაელი - "ჰამასის" ომი
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბოლო რამდენიმე საათში ღაზის სექტორზე ათობით საჰაერო დარტყმა მიიტანეს. არმიის ინფორმაციით, სამიზნე ჰამასის შტაბბინა, მათი წევრები და ნაღმმტყორცნების პოზიციები იყო. პარალელურად, თელ-ავივის მიმართულებით იერიშებს განაგრძობს ჰამასიც, თუმცა დარტყმებს ისრაელის რკინის გუმბათი იგერიებს. ვითარება დაძაბულია ისრაელ-ლიბანის საზღვართან, სადაც თავდაცვის ძალების ჯარია მობილიზებული, დაჯგუფება ჰეზბოლა კი ისრაელის არმიის სათვალთვალო კამერებს ანადგურებს.
