შეერთებული შტატები ორი მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უკრაინასა და ისრაელს ერთად გამოუყოფს
შეერთებული შტატები ორი მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უკრაინასა და ისრაელს ერთად გამოუყოფს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის ჯეიკ სალივანის თქმით, ჯო ბაიდენი დახმარების ამ ახალი პაკეტის დამტკიცებას კონგრესს სთხოვს. ამერიკული მედია განმარტავს, რომ უკრაინისა და ისრაელის დახმარების გაერთიანება კონგრესში ახალი პაკეტის დამტკიცების შანსებს ზრდის.
