ლევან მაისაშვილი „ბორჯღალოსნებს“ აღარ გაწვრთნის
საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად ლევან მაისაშვილი აღარ იმუშავებს. აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გადაცემა „სპორტი იმედზე“, რაგბის კავშირის ფედერაციის პრეზიდენტმა, სოსო ტყემალაძემ გაავრცელა. ტყემალაძის თქმით მაისაშვილი თანახმაა, ახალი მწვრთნელის შერჩევამდე განაგრძოს მოვალეობის შესრულება.