თელ-ავივიდან თბილისში კიდევ ერთი რეისი შესრულდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თელავივიდან კიდევ ერთი რეისი ჩამოფრინდა. ბორტზე დაახლოებით, 100 ადამიანი იმყოფებოდა. რეისი ქართულმა ავიაკომპანიამ, „ჯორჯიან ეარვეისმა“ შეასრულა. ისრაელიდან ჩამოსული მოქალაქეები ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ყვებიან და აცხადებენ, რომ ისრაელში ახლა ძალიან დაძაბული დღეებია.
