MMA - „იანგ ვარიორსი“
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის ორგანიზებით, MMA-ში ახალგაზრდული ჩემპიონატი „იანგ ვარიორსი“ გაიმართა. ტურნირზე 4 ქვეყნის, 40 მებრძოლი გამოდიოდა. ტურნირი წელიწადში რამდენჯერმე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტარდება.
