ვარდისფერი ოქტომბერი
ვარდისფერი ოქტომბერი გრძელდება. კამპანიის ფარგლებში ახალციხეში, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით მარათონი გაიმართა. მასში მონაწილეობა მოხალისეებმა სამცხე ჯავახეთის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან მიიღეს. აქცია ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და პაციენტთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვას ემსახურება. კამპანიის ფარგლერბში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა და საინფორმაციო შეხვედრები.
