საპარლამენტო არჩევნები პოლონეთში
პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. მოსახლეობა ქვედა პალატის, ანუ სეიმის 460 წევრსა და სენატის 100 წევრს ოთხი წლის ვადით ირჩევს. პოლონეთის მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობა“ ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლისთვის იბრძვის. მისი მთავარი კონკურენტი, კი ოპოზიციური კოალიცაა, რომელსაც პოლონეთის ყოფილი პრემიერი და ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი მართავს. დასავლური მედია წერს, რომ არჩევნების შედეგი, სავარაუდოდ, დიდ გავლენას მოახდენს ქვეყნის მიმართულებაზე.
