ახალი სპორტული მოედანი თიანეთში
დაბა თიანეთში, 9 აპრილის ქუჩაზე, სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი, მოეწყო გადახურული ტრიბუნები და გარე განათების სისტემა. თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოები მთის განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.
