რთველი რაჭაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია, რაჭაში რთველის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და ფერმერ დავით ციმაკურიძის ოჯახურ რთველში მიიღო მონაწილეობა. მინისტრი, ყურძნის გადამმუშავებელ კომპანიაშიც იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მევენახეებს შეხვდა და ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნო. ოთარ შამუგიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე სუბსიდირება წელსაც ხორციელდება. რაჭაში რთველი 7 ოქტომბერს დაიწყო და აქტიურ ფაზაშია.
