„ღვინის დღეები“ ზესტაფონში
ყოველწლიური ღვინის ფესტივალი გალა კონცერტით დასრულდა ზესტაფონში. ღონისძიებაზე მისული სტუმრების განწყობაზე ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა იზრუნეს. „ღვინის დღეები“ ზესტაფონში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა. წარმოდგენილი იყო იმერული ღვინო და იმერული სამზარეულო. ასევე შემეცნებითი და გასართობის სივრცეები.
