„ღვინის დღეები“ კახეთში
კახეთში, პრემიერ-მინისტრის ინიციტავით დაფუძნებული ფესტივალი „ღვინის დღეები“ გურჯაანში, დასკვნითი ღონისძიებებით და გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა. კურორტ ახტალის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი სცენა იყო დამონტაჟებული, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში სტუმრების საზეიმო განწყობის შექმნაზე თბილისიდან მიწვეულმა სხვადასხვა ჯგუფებმა და შემსრულებლებმა იზრუნეს.
