დამატებითი ავიარეისი ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით
ისრაელიდან თბილისის მიმართულებით დღეს კიდევ ერთი დამატებითი რეისი შესრულდება. საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია ამბობს, რომ ამ რეისზე 45-ზე მეტი მცირეწლოვანი ბავშვი თავის ოჯახთან ერთად გამოემგზავრება თბილისში. რაც შეეხება ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ელჩი აცხადებს, რომ ცნობა დაშავებულთა ან გარდაცვლილთა შესახებ საელჩოში ამ დრომდე არ შესულა.
