„ღვინის დღეები“
ქართულ ღვინოზე საუბარი არასდროსაა ბევრი და შესაბამისად არც ჩვენ გვბეზრდება. ასეც იტყვიან ხოლმე, სიმღერისა და კარგი ღვინის გარეშე ცხოვრება ფუჭად იკარგება. ჩვენში კი, თავად ღვინოს სიმღერებს უძღვნიან, რაც უცნაური სულაც არ არის, რადგან ბოლო-ბოლო ამ ღმერთების სასმისად წოდებული სითხის დაყენების 8 ათასწლოვანი ისტორია გვაქვს. დღეს ღვინის ფესტივალს გურჯაანი მასპინძლობდა, ტრადიციული მენიუთი, გართობითა და კულინარიული მრავალფეროვნებით. რადგან უსასრულო სამყაროში არაფერია, ღვინის წლევანდელი ფესტივალიც დასასრულს უახლოვდება, საფინალო სადღეგრძელოს კი ხვალ დასავლეთ საქართველო იტყვის
