ზელენსკის განცხადება - გამოხმაურებები
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მიმდინარე გლობალური პროცესები ისტორიული გზა-გასაყარია და მალე საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა გაჩნდება. თუმცა ზელენსკი ამ მიზნის მიღწევის მთავარ აქტორად მხოლოდ უკრაინას ასახელებს. ამ განცხადებას რა თქმა უნდა ქართული გამოხმაურებაც მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილი ამ სულისკვეთებას ეთანხმება, ნაწილი ნაწილობრივ, ხელისუფლება კი იმ პოლიტიკას უსვამს ხაზს, რომელიც საქართველოს წლებია არჩეული აქვს და ის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მხოლოდ მშვიდობიანი გზით გულისხმობს
სიუჟეტის ავტორი: საბა ხვიჩია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
