საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში
ბულგარეთის მხარდაჭერა ევროპულ გზაზე საქართველომ რეზოლუციით გამყარებული დოკუმენტით მიიღო. მიმდინარე კვირას ეს კიდევ ერთი მტკიცე თანხმობაა 27 წევრი ქვეყნის რიგებიდან. მანამდე უნგრეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს მნიშვნელოვან მომენტში ბუდაპეშტის იმედი უნდა ჰქონდეს. მაგრამ საქმე ისაა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის ოპოზიციურ ნაწილს ეს ყველაფერი დიდ ოპტიმიზმს არ უჩენს. მათთვის ვიქტორ ორბანის გავლენა თუ წონა სტატუსის მოპოვების საქმეში ერთგვარად დასაწუნიც კი აღმოჩნდა. ეს დამოკიდებულება კი ხელისუფლებისთვის იმ დასკვნის საფუძელი ხდება, რაც არაერთხელ მოგვისმენია: ოპოზიციის დესტრუქცია
სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
