სახელოვნებო განათლების რეფორმა
კულტურის კომიტეტის ინიციატივით, ქუთაისში სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, პანელური დისკუსია გაიმართა. დისკუსიაში კომიტეტის წევრებთან ერთად იმერეთის რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტის კულტურის სფეროს ექსპერტები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ. კომიტეტის ინიციატივა სახელოვნებო განათლების რეფორმის მომზადებას შეეხება. კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ სახელოვნებო განათლებაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ყურადღება სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის განსაზღვრის საკითხზე გაამახვილა. ელისო ბოლქვაძის განცხადებით, სახელოვნებო განათლების რეფორმა კულტურის კომიტეტის ინიციატივით მზადდება და მისი იმპლემენტაცია, საქართველოს მასშტაბით, მომავალი წლიდან იგეგმება
