საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო. მთავრობის მეთაურთან ერთად სვეტიცხოველში საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. საზეიმო წირვის შემდეგ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში ნეკერჩხლის ხე დარგო. სვეტიცხოვლის ტაძრის გამწვანება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით მიმდინარეობს
