პრეზიდენტის იმპიჩმენტი
დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია. მოსამართლეებმა გადაწყვეტილება უკვე მიიღეს და ორშაბათს გახდება ცნობილი. შესაბამისად, გაირკვევა ისიც, განიხილება თუ არა პარლამენტში, იმპიჩმენტის საკითხი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხმის მიცემის დროს დარბაზში შესვლას არ აპირებენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს მოუწოდებენ, ქვეყნისთვის საზიანო გადაწვეტილება არ მიიღონ. მართველი პარტიის მოლოდინი კი ერთია, სასამართლომ ამ გადაწვეტილებით უნდა დაადგისო,რომ უზენაეს კანონზე მაღლა ვერავინ ვერასდროს დადგება
