ვითარება ისრაელში
ისრაელის მიერ პალესტინელებისთვის მიცემული ახალი ვადა, რომლის ფარგლებშიც მათ ღაზის ჩრდილოეთ ნაწილი უნდა დატოვონ, იწურება. ანკლავის სამხრეთ ნაწილში უკვე გადავიდა ათასობით პალესტინელი, თუმცა მილიონზე მეტი ადამიანის სრული ევაკუაცია შეუძლებელი ხდება. პარალელურად, ისრაელი ღაზის სექტორს ბომბავს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო 24 საათში ისრაელის ავია დარტყმებს 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
