„გახდი მრბოლელი“
„გახდი მრბოლელი“ - ამ სახელწოდებით საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია იწყებს სპორტსმენების შერჩევას. დილიდან ლილო არენაზე კარტინგში ტესტირება მიმდინარეობს. პროექტი სამი ტურისგან შედგება და თითოეულ ტურში ყველა მონაწილე ორ 10 წუთიან საკვალიფიკაციო სესიას გაივლის. დღეს პირველი ტურის რბოლები გაიმართება, საიდანაც შემდეგ ეტაპზე გადასული 50 მონაწილის ვინაობა გაირკვევა. ფინალურ ტურში კი მხოლოდ 8 გამარჯვებული შეირჩევა, რომლებიც 2024 წლის საქართველოს კარტინგის ჩემპიონატში 100 პროცენტიან დაფინანსებას მიიღებენ
