„ღვინის დღეები“ ზესტაფონში
ზესტაფონი ქვეყნის 23 ქალაქს შორის ერთ-ერთია, სადაც ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები“ აღინიშნება. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართული ფესტივალი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება, სადაც ძირითადი მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში დატვირთული პროგრამა ელოდებათ. ქართული ღვინოების გამოფენა გაყიდვა, გასართობ შემეცნებითი ღონისძიებები. დღის ბოლოს გაიმართება კონცერტი
