ხაბეიშვილის გუნდი კეზერაშვილთან კვიპროსში - გამოხმაურებები
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის და პარტიის წევრების ვიზიტი კვიპროსში, დავით კეზერაშვილთან. ეს ფაქტი „ქართული ოცნებისთვის“ კიდევე ერთი ნათელი მაგალითია, რომ პარტიას კეზერაშვილი არა ფორმალურად მართავს. ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ ამ ყველაფრით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კრიმინალური გზით ნაშოვნი ფულით ფინანსდება
