ვითარება ისრაელში
დაიწყებს თუ არა ისრაელი სახმელეთო ოპერაციას? პალესტინელებისთვის მიცემული 24 საათიანი ვადა, რომლის ფარგლებშიც მათ ღაზის ჩრდილოეთ ნაწილი უნდა დაეტოვებინათ, გამთენიისას ამოიწურა, რის შემდეგაც ისრაელმა პალესტინელებს ვადა კიდევ რამდენიმე საათით გაუხანგრძლივა. ამ დროის განმავლობაში ანკლავის სამხრეთ ნაწილში ათასობით პალესტინელი გადავიდა, თუმცა მილიონზე მეტი ადამიანის სრული ევაკუაცია შეუძლებელი ხდება. პარალელურად, ისრაელი ღაზის სექტორს ბომბავს
