ხინჩეგაშვილი საკალათბურთო კლუბ „ივერიონის“ წევრებს შეხვდა
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საკალათბურთო კლუბ „ივერიონის“ წევრებსა და ხელმძღვანელობას შეხვდა. საქართველოს სუპერ ლიგაში, რომელიც უახლოეს დღეებში აიღებს სტარტს „ივერიონი“ პირველად იასპარეზებს. კლუბი, რომელიც 2 წლის წინ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დაარსდა, გასულ წელს, ქვეყნის ჩემპიონატის ჯერ „ა ლიგაში“ შემდეგ კი „ფლეი ოფში“ წარმატებით გამოვიდა და სუპერ ლიგის საგზურიც მოიპოვა. სუპერ ლიგაში პირველ მატჩს „ივერიონი“ 21 ოქტომბერს, გამართავს და გურჯაანის ,,დელტას“ შეხვდება
