ვითარება ისრაელში
დაიწყებს თუ არა ისრაელი სახმელეთო ოპერაციას? პალესტინელებისთვის მიცემული 24 საათიანი ვადა, რომლის ფარგლებშიც მათ ღაზის ჩრდილოეთ ნაწილი უნდა დაეტოვებინათ, უკვე ამოიწურა. ამ დროის განმავლობაში ანკლავის სამხრეთ ნაწილში ათასობით პალესტინელი გადავიდა, თუმცა ებრაული შენაერთები ღაზაში ჯერ არ შესულან. ცახალის ავიაცია, კი „ჰამასის“ ობიექტებს ისევ ბომბავს, რასაც მშვიდობიანი მცხოვრებლებიც ეწირებიან. ბოლო მონაცემებით, ავია დარტყმების შედეგად ღაზის სექტორში ათას 900-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, დაშავებულთა რიცხვი კი შვიდი ათას 700 აღემატება
