ევროკომისიის ანგარიში: ევროკავშირის მოსახლეობა სწრაფ დემოგრაფიულ დაბერებას განიცდის
ევროკავშირის მოსახლეობა სწრაფ დემოგრაფიულ დაბერებას განიცდის - ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, მოსახლეობის დაბერებისა და შობადობის მაჩვენებლის კლების ფონზე, ევროკავშირის მოსახლეობის რაოდენობა 2026 წლისთვის მაქსიმუმს მიაღწევს, შემდეგ კი ეტაპობრივი კლება დაიწყება. კვლევის მიხედვით, მომდევნო 80 წლის განმავლობაში ევროპულ ბლოკში სამუშაო ასაკის მქონე ადამიანთა რაოდენობა 57 მილიონით შემცირდება. ევროკომისიის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ დემოგრაფიული ცვლილებები სამუშაო ძალის დეფიციტის რისკებს ზრდის, ასევე საფრთხეს უქმნის ბლოკის კონკურენტუნარიანობას, ინოვაციებისა და წარმოების მაჩვენებლის ზრდას. პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, ევროკომისია წევრ სახელმწიფოებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.
