ვითარება უკრაინაში
მეოთხე დღეა, რუსეთის შეიარაღბული ძალები დონეცკის ოლქში, ქალაქ ავდეევკის აღებას ცდილობენ. უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში ოკუპანტებთან 60-ზე მეტი შეტაკება მოხდა. პარალელურად, უკრაინის თადაცვის ძალები ბახმუტის და მელიტოპოლის მიმართულებით კონტრშეტევას განაგრძობენ. ასევე გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა დრონებით თავდასხმა განახორციელა დუნაის პორტის ინფრასტრუქტურაზე და დააზიანა საექსპორტო მარშრუტი.
