გამოძიება არესტოვიჩის წინააღმდეგ
უკრაინის პოლიციამ პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩევლის, ოლექსეი არესტოვიჩის წინააღმდეგ, გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას რადის დეპუტატი, ინა სოვსუნი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს. საჩივარი ოლექსეი არესტოვიჩის ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერს უკავშირდება, რომელშიც პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი ქალებს უწოდებს არსებებს, რომელთა მიმართ ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას გამართლებულად მიიჩნევს.
