პირველი წაგება შესარჩევში
ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები პირველად დამარცხდა. რამაზ სვანაძის მომზადებულმა გუნდმა ბათუმში, "აჭარაბეთ არენაზე" ნიდერლანდების ასაკობრივ ნაკრებთან 0-3 წააგო. მასპინძლების კარში ორი ბურთი მაიერმა, ერთი კი ოჰიომ გაიტანა. სამი ტურის შემდეგ 6 ქულით საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები შვედეთის გუნდთან ისევ ბათუმში, "აჭარაბეთ არენაზე" გამართავენ-თამაში 19:00 საათზე დაიწყება.
