პრეზიდენტის იმპიჩმენტი
სახელისუფლებო პარტიის თავმჯოდმარე პრეზიდენტის საიმპიჩმენტო პროცესის დასასრულებლად პარლამენტში ასი ხმის შეგროვებას გამორიცხავს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ოპოზიციის მხარდაჭერით არღვევდა. მისივე თქმით, ოპოზიცია მუდმივად, შეგნებულად გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ლოგიკურია, რომ მხარს უჭერენ სალომე ზურაბიშვილის იგივე ქმედებას.
