ვითარება ისრაელში
ისრაელი ღაზის სექტორს ისევ ბომბავს. ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ ცახალის სამიზნეს, ჰამასის სამეთაურო შტაბები და ინფრასტრუქტურა წარმოადგენს, თუმცა ავიადარტმებს მშვიდობიანი მოსახლეობაც ეწირება. ისრაელს საჰაერო იერიშების შეწყვეტისა და უსაფრთხო დერეფნების გახსნისკენ მოუწოდებენ ეგვიპტე და თურქეთი. ისრაელის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ჰამასის განადგურების ოპერაციას ბოლომდე მიიყვანს.
