ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანს წინანდლის მამულში უმასპინძლა
ოფიციალური ვიზიტით მყოფ სტუმრებს წინანდლის მამულში უმასპინძლეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანს საქართველოში ღვინის დაყენების ტექნოლოგია გააცნო და მევენახეობისა და მეღვინეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. სტუმრებმა საწნახელი დაათვალიერეს და კულინარიულ მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა.
